იმოგზაურებდით თუ არა ბრაზილიაში?

Thursday, February 9, 2017

სინგაპურის სანახაობები


ცოტა რამ ისტორიიდან

სინგაპური  მალაიზიისა და ინდონეზიის მეზობლად მდებარეობს, მისი ფართობი დაახლოებით 700 კვ.კმ.-ს შეადგენს და თბილისის ფართობს თითქმის 2-ჯერ აღემატება. იგი  ერთ დიდ, მთავარ კუნძულსა და 30-ზე მეტ პატარა გარშემომდებარე კუნძულებს შეიცავს. სინგაპურის მოსახლეობა უკანასკნელი მონაცემებით 5 მილიონს აჭარბებს, აქედან დაახლოებით 77% – ჩინელები, 12% – მალაიელები და 8% – ინდოელები, დანარჩენი კი – სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობებია. ოფიციალური ენებია: ინგლისური, მანდარინული (ჩინ.), მალაიური და ტამილური (ინდ.).
ქვეყნის სახელწოდება სანსკრიტული (ესაა ძველინდური სალიტერატურო ენა) წარმოშობისაა და „სინგა პურ” ნიშნავს „ლომის ქალაქს”. იგი უკავშირდება 1299 წელს სუმატრის პრინცის პირველ სტუმრობას ამ კუნძულზე. როცა ის და მისი მხლებლები ნაპირზე გადმოვიდნენ, დაუნახავთ დიდი ცხოველი შავი თავითა და წითელი ტანით, რაც მათ რატომღაც ლომად აღიქვეს თურმე. სწორედ მათ მიერ გავრცელდა და დამკვიდრდა სახელი „სინგაპური” შემდგომ პერიოდში. თუმცა, ისტორიულად დადასტურებულია, რომ ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში ამავე ადგილას არსებობდა აზიაში ცნობილი საპორტო ქალაქი ტემასეკი. სხვადასხვა ეპოქაში სინგაპურს განაგებდნენ ინდონეზიისა და მალაიზიის ტერიტორიათა მფლობელი იმპერატორები. მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის მას უკვე ბრიტანელები აკონტროლებდნენ.


სინგაპური ოფიციალურად სინგაპურის რესპუბლიკა — გლობალური ქალაქი, სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში და მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფო. მდებარეობს ეკვატორიდან ერთი გრადუსით ჩრდილოეთით, კონტინენტური აზიის და მალაის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში. სინგაპურის ტერიტორია შედგება მთავარი კუნძულისა და 62 მცირე კუნძულისგანდამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქტიური მიწის მელიორაციის წყალობით მოახერხეს საკუთარი ტერიტორიის 23 %-ით (130 კმ²) გაზრდა. სინგაპური მწვანე კონცეფციის წყალობით ამ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში შენარჩუნებულია ტროპიკული ფლორის ბევრი პარკი და ბაღი.
1819 წელს სტემფორდ რაფლზმა დაარსა კოლონილური სინგაპური, როგორც ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის სავაჭრო პოსტიბრიტანეთის ინდოეთის დაარსების შემდეგ, კუნძულები გადაეცა გაერთიანებული სამეფოს და 1826 წელს გახდა სტრეიტს სეტლმენტსის ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ მოახდინა სინგაპური ოკუპაციამალაიზიასთან ფედერაციის შესაქმნელად სინგაპურმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1963 წელს მიიღო, თუმცა კავშირი ორ წელიწადში იდეოლოგიური განსხვავებების გამო დაიშალა. ქვეყანას თავიდან რამდენიმე წელი ბუნებრივი რესურსების და ტერიტორიის უკმარისობის გამო ქონდა პრობლემები, თუმცა შემდეგ საერთაშორისო ვაჭრობის და ადამიანური რესურსების წყალობით, როგორც აზიური ვეფხვის ეკონომიკური მოდელი სწრაფად განვითარდა.